ბიზნესმენს დაყაჩაღების მიზნით სახლში შეუვარდნენ

ნაცემია ბიზნესმენი და დაზიანებულია ავეჯი

ჯერჯერობით დაუდგენელი პირები სოფელ ლაითურში ებრაელ ბიზნესმენს დაყაჩაღების მიზნით სახლში შეუვარდნენ.
ნაცემია ბიზნესმენი და დაზიანებულია სახლში ავეჯი.შემთხვევა გურიაში მოხდა.

შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

საქმესთან დაკავშირებთ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.