მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილე და წარმატებულ მოსწავლეებს წიგნები და სიგელები გადაეცათ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებ 4 მოსწავლეს და პედაგოგებს გარდაბნის მერი შეხვდა, შეხვედრაზე მერმა მოსწავლეებს და პედაგოგებს მოუსმინა და მათ სკოლებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო. კონფერენცია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და აშშ-ს საელჩოს ერთობლივი პროექტია, რომელზეც საბუნებისმეტყველო და მეცნიერების დარგში საკუთარი ნამუშევრები ქვეყნის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარადგინეს. ათეულში გარდაბნელი მოსწავლეები მოხვდნენ. კონფერენცია 72-ედ ჩატარდა.