გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. გარდაბნის მერი სოფელ კალინინოსა და ქესალოში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულების ხარისხითაც დაინტერესდა და სამუშაოების მწარმოებლისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. მარტო სოფელ კალინინოში საერთო ჯამში სამ კილომეტრამდე გზაზე ასფალტის საფარი დაიგება. პარალელურად, რამდენიმე სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.