დათა სიჭინავა საფეხბურთო კლუბ რუსთავის „რუსთავში” დაბრუნდა . სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შემტევი ნახევარმცველი ყოფილ კლუბს დაუბრუნდა . როგორც დათა სიჭინავა TV4.ge-თან საუბრისას აღნიშნავს , რუსთავის ,,რუსთავში ” დაბრუნება მისთვის სასიხარულოა და იზრუნებს გუნდის წინსვლაზე .
შეგახსენებთ , რომ გასულ სეზონს დათა სიჭინავამ საფეხბურთო კლუბი უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა. ეროვნული ლიგა 2 -ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ამის მიუხედავად ახალი სეზონის დასაწყისში სიჭინავა მარტვილის მერანში საიჯარო ხელშეკრულებით გადავიდა .
დათა სიჭინავა რუსთავის „რუსთავში „ პირველ თამაშს 29 ივნისს სამტრედიასთან ითამაშებს .