ავტორბოლის დროს ერთ-ერთმა მძღოლმა კონტროლი დაკარგა და მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. “დეილი მეილის” ინფორმაციით, მაიკ ჯონსმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ კედელს შეეჯახა, შემდეგ კი – მოცურდა. მანქანა აალდა, სხვა მძღოლებმა შეძლეს მას არიდებოდნენ.
ჯონსი ცეცხლმოკიდებულ მანქანაში დაახლოებით 15 წამის მანძილზე დარჩა. მისი მამა, რომელსაც მაისური და შორტები ეცვა, ღობეზე სწრაფად გადახტა და შვილი მანქანის კარიდან გადმოიყვანა.
მაიკის სამშვიდობოზე გაყვანის შემდეგ მამა უკან მიბრუნდა, რათა მაშველებს ცეცხლის ჩაქრობაში დახმარებოდა.
ვიდეო -ბმული https://www.youtube.com/watch?v=x-rgjFSWDSM