მარნეულის მერის დაკავების ფაქტს ეხმაურება ქვემო ქართლის გუბერნატორი
„ ჩვენ ყველამ მოვისმინეთ პროკურატურის განცხადება და ერთი არის მთავარი ,რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორები ვართ, შესაბამისად ყველას თანაბრად მოგვეთხოვება პასუხი ჩვენს მიერ ჩადენილ საქმიანობაზე. რაც შეეხება შეფასებას ,მე ვერანაირად შევაფასებ. შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ და ჩვენც რა თქმა უნდა ინფორმირებულები ვიქნებით“ -განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.