მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაპანახჩის, ალგეთისა და ქუთლიარის ადმინისტრაციული ერთეულისთვის სასმელი წყლის მომარაგების საკითხთან დაკავშირებით, გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მხარის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მისი მოადგილე ალექსანდრე მეტრეველი, მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები, კომპანია ,,რუსთავწყალი“ ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მოგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებს, სასმელი წყლით შპს ,,რუსთავწყალი“ ამარაგებს. აღნიშნული კომპანიის საკუთრებაში არსებული სასმელი წყლის ცენტრალური მილსადენი ამორტიზებულია და საჭიროებს რებილიტაციას, რაც იწვევს წყლის მიწოდების წნევის ვარდნას და არსებული წნევით შეუძლებელია მოსახლეობისთვის სასმელი წყლის ნორმალურ რეჟიმში მიწოდება.
ამ ეტაპისთვის ქვემო ქართლის გუბერნიისა და ადგილობრივ თვითმმართველობის ჩართულობით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების თაობაზე.