თბილისში საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს მსოფლიო საპატრიარქოს ორი მაღალი რანგის მიტროპოლიტი სტუმრობდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო და სასულიერო პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
პატრიარქის მდივანის მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან მსოფლიო პატრიარქის პოზიციის გასაცნობად ჩამოვიდნენ, რაც დაკავშირებულია უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან.
უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფას ითხოვს. ავტოკეფალიის მოთხოვნას მხარი დაუჭირა უკრაინის პარლამენტმაც.
საქართველოში უკრაინის თემაზე სასაუბროდ, ილია მეორეს რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოში რუსული ეკლესიის დელეგაციაც
უკრაინას ავტოკეფალიის საკითხში საქართველოს პატრიარქის მხარდაჭერის იმედი აქვს. ამის შესახებ მაისში უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა