რუსთავის ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში თბილისის სიმფონიური ორკესტრის და ჯანსუღ კახიძის სახელობის #4 სამუსიკო სკოლის მოსწავლეების შესრულებით, სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელიც რუსთავის 70 წლის იუბილეს მიუძღვნეს. კონცერტს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ა(ა)იპ ახალგაზრდიბის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გეგი ლიპარტელიანი ესწრებოდნენ. ირაკლი ტაბაღუამ თბილისის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს რევაზ ტაკიძეს და მე-4 სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელს მედეა ჯალაღანიას მადლობის სიგელები გადასცა.
სიმფონიური მუსიკის მსგავსი კონცერტები რუსთავის ხელოვნების სასწავლებელიში უკვე 12 წელია ტარდება და ის სასწავლო წლის შემაჯამებელ გამოსვლად ითვლება.