რუსთავის ამერიკული კუთხის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა . ამერიკულ კუთხეს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი სტუმრობდა. ელიზაბედ რუდი ორგანიზაციის საქმიანობას გაეცნო . როგორც ელიზაბედ რუდი აღნიშნავს ამერიკული კუთხეები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებშია , რაც ადგილობრივი ახალგაზრდების განვითარების დონის ამაღლებას უწყობს ხელს . 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო ვიდეორგოლების ჩვენება და ქორეოგრაფიული ნომრები . საზეიმო ღონისძიებას ქალაქის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.