რუსთავში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში მოხალისეების ჩართულობა გრძელდება. დილიდან რუსთავის მერის ინიციატივით და ,,სახელოვნებო, სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ცენტრის თანამშრომლები, სპორტსმენები და მოხალისეები კიდევ ერთხელ ჩაერთნენ.
აქციაში მონაწილეობის მიღების მსურველი ახალგაზრდები დილიდან ლესელიძის ქუჩაზე შეიკრიბნენ. მათ აღნიშნულ და მიმდებარე ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები, მიწისგან, ტალახისა და ქვა-ღორღისგან დაასუფთავეს.
2 ივნისს მოსული უხვი ნალექისა და ღვარცოფის გამო, რუსთავში ცენტრალური ქუჩები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და კომერციული ობიექტები დაიტბორა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მესხიშვილის, ლეონიძის, ლესელიძისა და ტაბიძის ქუჩებზე იყო შექმნილი.
რუსთავში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში მოხალისეები ჩაერთნენ
აქციაში მონაწილეობის მიღების მსურველი ახალგაზრდები დილიდან ლესელიძის ქუჩაზე შეიკრიბნენ