საქართველოში გზების ნაწილი, სავარაუდოდ, ფასიანი გახდება

საქართველოში გზების გარკვეული ნაწილი, შესაძლოა, ფასიანი გახდეს. ამ საკითხზე მსჯელობა ისევ განახლდა, თუმცა კონკრეტულ თარიღსა და ფასზე საუბარი არ არის. საავტომობილო გზების დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ გზებზე გარკვეული მოსაკრებელი ეტაპობრივად დაწესდება. სპეციალისტების აზრით, გადასახადის დაწესება საჭიროა, რადგან ეს თანხა რეაბილიტაციას მოხმარდება.

აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს იმის შესახებ, იქნება თუ არა ფასიანი რიკოთის მაგისტრალი ან ავტომაგისტრალის რომელიმე მონაკვეთზე გადაადგილება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ფასიან გზებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კვლევა აქვს ჩატარებული, სადაც განსხვავებული მოსაზრებებია.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად მსჯელობა სხვადასხვა უწყებასა და თავად დონორებთანაც მიმდინარეობს. შედეგად, ფასიან გზებთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა უნდა ჩამოყალიბდეს.

გზების მოვლა-შენახვისთვის გადასახადის შემოღების პრაქტიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია.როგორც  ქარსელაძემ განუცხადა, შესაძლოა, გზებზე გარკვეული მოსაკრებელი ეტაპობრივად შემოვიდეს.

ინფორმაციას გაზეთი ,,რეზონანსი” ავრცელებს.