რუსთავში, შარტავას მოედანზე ბიუსტის მიმდებარე ტერიტორიის,შიდა ეზოებისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ პროექტს ხელი მერიის სხდომათა დარბაზში მოეწერა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს”ალგეთი” აწარმოებს . სამუშაოების შესასრულებლად კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 60კალენდრული დღეა აქვს . პროექტის ფარგლებში შარტავას გამზირზე იგეგმება მწვანე საფარის ბორდიულებისა და სკამების მოწყობა.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება 126 646 ლარია .