ძლიერი წვიმის შედეგები რუსთავში

რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად გარკვეული მისამართები დაიტბორა. იაღლუჯის მთიდან ჩამოსული უხვი ნალექი სანიაღვრე ჭებმა ვერ გაატარა და წვიმის შედეგად დაიტბორა მეცხრამეტე მიკრორაიონის და მერვე მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიები, დაიტბორა რამდენიმე კვარტალური გზა ქალაქის შემოსასვლელში. მისამართებზე ამ დრომდე რჩებიან მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები,
მიმდინარეობს ნიავღვარმიმღები ჭების გაწმენდა.როგორც ქრონიკას რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე განუცხადეს,ამ დროისთვის მოსახლეობის მხრიდან ცხელ ხაზზე ზარები არ დაფიქსირებულა