ძმამ და დაჭრა

ზუგდიდში ძმამ 35 წლის და დაჭრა. ქალს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.თვითმხილველების ინფორმაციით შემთხვევა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში მოხდა. მათივე ცნობით, ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, ხოლო მამაკაცი იუსტიციის სახლთან დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 117 მუხლით, რაც ოჯახური ძალადობით გამოწვეულ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.