ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. ერთმანეთს მოტოციკლეტი და სატვირთო ავტომობილი
დაეჯახნენ.შემთხვევის შედეგად მოტოციკლეტის მძღოლი დაშავდა.დაშავებული კლინიკა ,,რუსთავში” გადაიყვანეს და ამ დროისთვის შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.ექიმების ინფორმაციით მისი მდგომარეობა სტაბილურია. მომხდართან დაკავშირებით საქმე 276 მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.