გარდაბანში სტიქიის ზონაში რუსთავის მერი იმყოფებოდა

გარდაბანში სტიქიის ზონაში რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა იმყოფებოდა . რუსთავის მერი გაეცნო ადგილზე არსებულ ვითარებას. ტაბაღუას ინფორმაციით, უხვმა ნალექმა ნაწილობრივ რუსთავშიც შექმნა პრობლემები, თუმცა ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მისივე თქმით, იმის გამო, რომ გარდაბანი რუსთავთან გეოგრაფიულად ახლოს მდებარე მუნიციპალიტეტია რუსთავმა გარდაბანს გარკვეული დახმარება გაუწია.