დატბორილი სახლებიდან მოსახლეობა მაშველებს ნავებით გამოჰყავთ (+ფოტო)

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მიმდებარედ, სოფელ კრწანისის ტერიტორიაზე ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ადგილზე იმყოფება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი.

როგორც რამაზ ბუდაღაშვილმა განაცხადა, სოფელ კრწანისის მიმდებარე დასახლებაში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს და სახლების ნაწილი დატბორილია. სამაშველო სამსახური ტერიტორიაზეა შესული და სახლში ჩარჩენილი სამი ადამიანის გამოყვანა ნავების საშუალებით მიმდინარეობს.