მარნეულში, დუშეთში, ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის სამოქალაქო სამძიმარი გაიმართა.. სმიტების საცხოვრებელ სახლთან მათი აზერბაიჯანელი მეგობრები და ნაცნობები, მეზობლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ სმიტების სახლთან ყვავილები, სათამაშოები და სანთლები მიიტანეს.
ადგილობრივები რაიან და ლორა სმიტებს თბილ, გულისხმიერ და უკონფლიქტო ადამიანებად ახასიათებენ და აღნიშნავენ, რომ მარნეულში ცხოვრების პერიოდში ისინი ყველას ეხმარებოდნენ. რაიანს მარნეულში საბავშვო მოედნის მშენებლობაც კი სურდა და ამისთვის საკუთარი თანხის გაღებასაც აპირებდა.დღესვე მარნეულის ცენტრში ერთ-ერთ სკვერში სმიტების ოჯახის ფოტოების გამოფენაც გაიმართა.
ამერიკელი ცოლ-ქმარი საქართველოში საცხოვრებლად შვიდი წლის წინ ჩამოვიდა და მარნეულში დასახლდა. ლორა და რაიან სმიტები ხალიჩების ბიზნესით იყვენენ დაკავებულები. რაიან სმიტი ადგილობრივ აზერბაიჯანელებს ტრადიციულ ნაციონალურ ხალიჩებს აქსოვინებდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში აგზავნიდა სარეალიზაციოდ.