მაშველები, რომლებიც ნავით წყალმა გაიტაცა, უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან

მაშველები, რომლებიც სოფელ კრწანისის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ნაკადმა ნავით გაიტაცა, უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან. მათ კოლეგები დაეხმარნენ და წყლიდან გამოიყვანეს. მაშველების ჯგუფი სოფლის ტერიტორიაზე ხელახალი დათვალიერების მიზნით იყო შესული.

ძლიერი წვიმის შედეგად, სოფელ კრწანისში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ადგილზე 60-მდე მაშველი მუშაობდა. 10 დატბორილი სახლიდან 15 ადამიანი ნავებით გამოიყვანეს. როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახები რუსთავში სასტუმროში დააბინავეს. რაც შეეხება სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობია ზარალი განიცადა მოსახლეობამ.