პირველი ჰუმანოიდი რობოტი სოფია საქართველოში ხვალ დილით ჩამოვა

პირველი ჰუმანოიდი რობოტი სოფია საქართველოში ხვალ დილით ჩამოვა-ამის შესახებ საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამ განაცხადა.

“რობოტი სოფია ხვალ დილით ჩამოვა და მონაწილეობას მიიღებს ღია მმართვლობის გლობალურ სამიტში. სამიტის გახსნისას მისი გამოსვლა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მოხდება. შემდეგ სოფია მონაწილეობას მიიღებს საპანელო დისკუსიაში, რომელიც იმართება ფუნიკულიორზე” – განმარტა გაეროს წარმომადგენლობამ.

მათივე ინფორმაციით, სამიტზე დაგეგმილ ღონისძიებებზე სოფია ღია მმართველობასა და სახელმწიფო სერვისებზე ისაუბრებს.ამასთან, როგორც ცნობილია, მედიასთან ჰუმანოიდი რობოტი კომენტარს არ გააკეთებს. მისი ვიზიტი საქართველოში მოკლევადიანი იქნება.