რა საკითხები განიხილეს გარდაბნის საკრებულოს სხდომაზე?

გარდაბანში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებს უყარეს კენჭი და ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს. სხდომაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018წლის ბიუჯეტში არსებული ცვლელებები განიხილეს.ასევე დამტკიცდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი,დამტკიცდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესი, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, სამი უბნის გაზიფიცირების მიზნით, გაზსადენის პროექტირებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობა გაიცა,საკრებულომ ცნო საკრებულოს ახალი წევრის- ლევან ონიანის უფლებამოსილება,დამტკიცდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმა.აღნიშნული საკითხებს საკრებულომ მხარი დაუჭირა.