“ბალენსიაგას” კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ სოციალურ ქსელ “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე დადო ფეხსაცმლის ფოტო, რომელსაც აწერია, “რუსთავი მიყვარს ძაან რა”.
შეგახსენებთ, რომ თავის უახლეს კოლექციაში, რომელიც დემნა გვასალიამ პარიზში გამართულ გაზაფხული-ზაფხულის კოლექცის ჩვენებაზე წარადგინა, ნაჩვენები იყო დიზაინერის საბჭოთა გამოცდილების, რუსეთ-საქართველოს ომისა და ზოგადად, ქართული რეალობის ამსახველი ელემენტები. გარდა ამისა, Vetements-მა შექმნა სპეციალური აპლიკაცია, რომელიც ტანსაცმელზე განთავსებული კოდების დასკანერების შედეგად შესაძლებლობას გვაძლევს, გავეცნოთ აფხაზეთის ომის ისტორიას.