რუსთავში გრიფირებული სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გაიმართა

ახალი სასწავლო წლიდან  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით  სახელმძღვანელოები იცვლება. რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, გრიფირებული სახელმძღვანელოების გამომცემლებმა რუსთავის საჯარო სკოლების დირექტორებს და პედაგოგებს, პრეზენტაცია წარუდგინეს.  პრეზენტაციაზე გამომცემლებმა, მასწავლებლებს ყველა იმ საგნის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია წარუდგინეს, რომლებიც სკოლებში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ისწავლება. გამომცემლები  წიგნების შინაარს მასწავლებლებს მომდევნო დღეებშიც გააცნობენ. ახალი სასწავლო წლიდან სკოლები პედაგოგების ჩართულობით ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, თუ რომელ საგანში რომელი გრიფირებული სახელმძღვანელოა მათთვის მისაღები. ცვლილებას მიესალმებიან პედაგოგები და აცხადებენ,რომ სახელმძღვანელოების განახლება სწავლის ახალი მოდელის მიხედვით, საჭირო და დროული იყო.