უხვმა ნალექმა პრობლემები  შექმნა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე . დატბორილია საავტომობილო გზა რის გამოც მოძრაობა მაგისტრალზე შეზღუდულია.

შეგახსენებთ,ძლიერმა წვიმამ რუსთავში პრობლემები შექმნა. იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოსული უხვი ნალექისგან სანიაღვრე არხი გადაივსო და შედეგად ქალაქის რამდენიმე უბანი დაიტბორა.
კერძოდ, უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქალაქში შესასვლელის მიმდებარე ტერიტორია, მე-8 მიკრო რაიონი, შარტავას გამზირი,მეგობრობის გამზირზე,თოდრიას ქუჩა. ადგილზე მობილიზებულია რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური, „რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლები. მიმდინარეობს სანიარვრე ჭებისა და არხის გაწმენდის სამუშაოები.