ხადას ხეობაში 4 წლის ბავშვის ცხედარი დამარხული იპოვეს

მთიულეთში, ხადის ხეობაში 4 წლის ბავშვის ცხედარიც იპოვეს. ცხედარი კვალის დაფარვის მიზნით დამარხული იყო. ინფორმაციას ,,რეგინფო’’ ავრცელებს. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს ცხედრის ადგილსამყოფელი პოლიციას მკვლელობაში ბრალდებულმა 19 წლის მწყემსმა მიუთითა.

6 ივლისს, „112“-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის, რაიან და ლორა სმიტების და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. რაიან სმიტი მეუღლესთან ერთად დაახლოებით 7 წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდა.
პოლიციელებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული ტურისტი ქალი, ავტომანქანიდან, დაახლოებით 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. რაიან სმიტის ცხედარი 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. იქვე ახლოს იპოვეს მათი კუთვნილი ნივთებიც, ჩანთაც და ფულიც. მაშველები ბავშვს 3 დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითგამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.