რუსთავის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტების ნაწილი საკუთარი კალმით გამოცხადდა.აბიტურიენტების მიერ საგამოცდო ცენტრში შეტანილი კალმები მეთვალყურის მიერ გადამოწმდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს მათ სექტორში შესვლა.შეგახსენებთ,2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურენტებს როგორც შავი, ისე ლურჯი ტუშის კალმის შეტანის უფლება აქვთ.
როგორც ცნობილია, წელს, მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტის მიერ საკუთარი ე.წ. ტუშიანი კალმის მიტანის უფლების მინიჭება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაით განისაზღვრა.
აბიტურიენტები გამოცდაზე საკუთარი კალმებით მივიდნენ
კალმები მეთვალყურის მიერ გადამოწმდა