ავტობუსში 17 წლის მოზარდი დაჭრეს

რამდენიმე წუთის წინ თბილისში 17 წლის მოზარდი #140 ავტობუსში დაჭრეს. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, ამ დრომდე ავტობუსში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, შესაბამისად, ეს ავტობუსი მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამასთან, როგორც ავტობუსის მძღოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდის დაჭრამდე ავტობუსში განსაკუთრებული ხმაური არ ყოფილა.
დაჭრილი 17 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების ინფორმაციით ოპერაცია სულ ცოტახნის წინ დასრულდა და მძიმე პაციენტი რეანიმაციაშია გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, 17 წლის მოზარდს კუჭი და პანკრეასი აქვს დაზიანებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რომელიც თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს