ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. დაშავებულები ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.