რამდენიმე წუთის წინ, თბილისში მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ბაიკერი გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. თვითმხილველების თქმით, ავარია იმდენად ძლიერი იყო, რომ მოტოციკლეტი ავტომობილთან შეჯახების დროს გზის მეორე მხარს გადავარდა.ბაიკერი ადგილზე გარდაიცვალა. სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.გამოძიება 275-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.