ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის  შედეგად ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ბავშვების მამა გარდაიცვალა . ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში ბავშვების დედა და ბებია იმყოფებოდნენ , ისინი ბათუმის კლინიკაში არიან გადაყვანილი , როგორც ექიმები აცხადებენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია .ბათუმი-ჩაქვში შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.