რუსთავში გომელაური ქუჩაზე მცხოვრები 10-12 წლის მოზარდების ინიციატივით, სპორტული მოედანი და საბავშვო სკვერი მოეწყობა.
მოედნების მოწყობისთვის მოზარდება სამეზობლოში ხელმოწერების შეგროვება საკუთარი ინიციატივით დაიწყეს და ყველა იმ ოჯახს მიაკითხეს, სადაც ბავშვები ცხოვრობენ.
2 ძველი სტადიონი, რომლებიც დიდი ხნის წინ ფუნქციონირებდა, ახლა რეაბილიტაციას საჭიროებს. ბავშვების ინიციატივა, ერთ სტადიონზე ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნების მოწყობას , მეორეზე კი საბავშვო ატრაქციონების განთავსებას გულისხმობდა. ამ მიზნით ხელმიწერები ბავშვებმა სულ მოკლე დროში შეაგროვეს. 200-მდე ხელმოწერით განცხადება, პატარებმა უფროსების დახმარებით რუსთავის მერიაში შეიტანეს. პასუხმა არ დააყოვნა. როგორც რუსთავის მერის პასუხშია ნათვქმი, მიმდინარე წელს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი მომზადდება , სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობა კი ,მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება.
წყარო:www.edu.aris.ge