ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, იმ ოთხ მოსწავლეს შეხვდა, რომლებიც პოლონეთში, ბიზნესის მასტერკლასში მიიღებენ მონაწილეობას.მარიამ საყვარელიძე, ლუკა გელიაშვილი, ანა ყაფლანიშვილი და ანა ჩილინგარაშვილი პროექტში მონაწილეობის მისაღებად ხვალ გაემზგავრებიან.
ბიზნეს მასტერკლასი 15-19 წლის ახალგაზრდებისათვის ტარდება . პროექტი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან წარმატებულია ახალგაზრდებში, პედაგოგებში, ასევე ბიზნესით დაინტერესებულ პირებში. მასტერკლასი 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 100-მდე მოსწავლე მიიღებს. ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოსწავლეებს წარმატებებები უსურვა.
,,ხვალ, ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან, პოლონეთში მიემგზავრება ოთხი ახალგაზრდა, რომლებიც პროქტში ,,გდანსკის ბიზნესის კვირა“ მიიღებენ მონაწილეობას. ვფიქრობ, ეს არის უნიკალური შანსი იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მომავალში ბიზნეს საქმიანობით არიან დაინტერესებულები. მიხარია, რომ ასეთი მოტივირებული ახალგაზრდები გვყავს მუნიციპალიტეტში და რა თქმა უნდა ჩვენი ვალდებულებაა, ასეთ მოსწავლეებს მხარი დავუჭიროთ წინსვლასა და განვითარებაში. სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტი ამ ახალგაზრდებს მგზავრობისა და საწევროს ხარჯებს აუნაზღაურებს. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.