ბოლნისის ბიზნეს-პოტენციალის შესწავლა იწყება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საწარმოო პოტენციალისა და ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის მიწოდება-მოთხოვნის შესაძლებლობების და პერიფერიული მომხმარებლების ინტერესების თაობაზე კვლევის მეთოდოლოგიისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ბოლნისის მერიაში ისაუბრეს.შეხვედრაზე კონკურსის საფუძველზე შერჩეული ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის და მათ მიერ შეთავაზებული მეთოდოლოგიის ბიზნესმენებისთვის გაცნობა მოხდა, რათა ერთობლივი ძალებით პოტენციური ეკონომიკური საქმიანობების იდენტიფიცირება მოხდეს. ღონისძიება ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში დაფინანსებული 3 წლიანი პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებას ბოლნისის მერი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების , ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებuლი პირები ესწრებოდნენ.