ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში შიდა საავტომობილო გზებზე ასფალტის საფარი დაიგება.შიდა საავტომობილო გზების საფარის მოწყობის სამუშაოებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 500 000 ლარია.
გამარჯვებულმა კომპანიამ სოფელ რაჭისუბნის შიდა გზებზე ასფალტის საფარის მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 დღეში უნდა დაასრულოს.