ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი ურნები განთავსდება

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი 150 ურნა დაიდგმება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი 150 ურნა დაიდგმება. აღნიშნული კონტეინერები მუნიციპალიტეტს, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გადმოსცა, რომელსაც კომუნალური მეურნეობის სამსახური იმ ლოკაციებზე განათავსებს, სადაც ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტი მოთხოვნა და საჭიროებაა. ნარჩენების მართვის საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ერთ -ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად სერვისის დახვეწა და გაუმჯობესება რჩება, შესაბამისი ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება.