ქალაქ ბოლნისში, მიმდინარე წელს, სანიაღვრე სისტემების მშენებლობა ვაჟა ფშაველას ქუჩაზე განხორციელდა.
სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა, პროექტში ადგილობრივი კადრები დასაქმდნენ.
მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ,მოეწყო 520 გრძივი მეტრის სანიაღვრე სისტემა, ნიაღვარმიმღები ჭა და 27 ცხაური. ასევე განხორციელდა მოხდა დაზიანებული გზის აღდგენა ასფალტობეტონის საფარით.
სანიაღვრე სისტემების მშენებლობა რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.