ბოლნისში ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ბოლნისში #2 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს . რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდება საბავშვო ბაღის შენობის ინფრასტრუქტურა. გარემონტდება როგორც  შიდა კომუნიკაციები ასევე გარე ფასადი , გადაიხურება სახურავი  , შენობაში დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა , ასევე კეთილმოეწყობა ბაღის ეზო .

ბაგა-ბაღის რეაბილიტაციას რეგიონალური პროგრამების განვითარების ფონდი ახორციელებს.პროექტის ღირებულება 435 000 ლარია .

შეგახსნებთ , რომ ქალაქ ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების მიხედვით  უკვე 10 საბავშვო ბაღი რეაბილიტირდა.