ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები მთავარ მიმართულებად სახელმწიფო ენის ცოდნის საჭიროებას ასახელებენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერულმა საბჭომ ექვსი თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა. ურთიერთობა არასამთავრობო სექტორთან და შეხვედრები სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან- გენდერული საბჭო ექვსი თვის განმავლობაში ბოლნისში მცხოვრები ქალების საჭიროებებს და მოთხოვნებს გაეცნო. როგორც დღეს გახდა ცნობილი, სოფლად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად სახელმწიფო ენის სწავლების საჭიროებას ასახელებენ. მოთხოვნაა სოფლებში და პატარა დასახლებებში ბაგა-ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებითაც. მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში აცხადებს, რომ სოფლებში ქალებისა და მამაკაცების მოთხოვნები განსხვავებულია და საბჭო კვლევას აგრძელებს. უკვე შეირჩნენ სოფლებში ლიდერი ქალებიც , რომლებიც მოსახლეობასა და საბჭოს შორის კოორდინირებულ მუშაობას უზრუნველყოფენ. დღესვე გენდერულ საბჭოში ბოლნისის მერი დავით შერაზადაშვილი გაწევრიანდა.