გარდაბანსა და მარნეულში გიურზას მიერ ადამიანის დაკბენის ფაქტი დაფიქსირდა

პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

გარდაბანსა და მარნეულში შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ორი ადამიანის დაკბენის ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიულ კაბინეტში ჩაუტარდათ.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორის დავით ბეგაშვილის თქმით, მამაკაცებს გიურზის ნაკბენი კიდურებზე ჰქონდათ.

მისივე ინფორმაცით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ექმურება.
დავით ბეგაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გარდაბანსა და მარნეულში არსებობს ანტიგიურზინის შესაბამისი მარაგი, პაციენტების სურვილით მათ მკურნალობა რუსთავში ჩაიტარეს.
tv4.ge-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ქვეწარმავლის დაკბენის სულ ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა.