ქვემო ქართლის რეგიონში ფერმერებისთვის საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო . საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტში არსებულ რძის გადამამუშავებელი ქარხნების წარმომადგენლებთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან და ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მეცხოველეობის დარგში ახალ რეკომენდაციებზე ისაუბრეს. კერძოდ წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის საიდენტიფიკაციო რეგისტრაციის პროგრამის შესახებ . ფერმერებს ინფორმაცია კანონში ცვლილებების შესახებ მიეწოდათ , რომლის მიხედვითაც 2019 წლის პირველი იანვრიდან რძის ჩამბარებელ ქარხნებს ეკრძალებათ შეიძინონ რძე იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველები არ არის იდენტიფიცირებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.
საინფორმაციო კამპანიის მიზანი რძის მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.