გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ყოფილ პროფ სასწავლებლის შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ადგილობრივ მთავრობას წყლის პრობლემის მოგვარებას სთხოვს. დევნილების თქმით წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, დაბალი წნევის გამო წყალი კი მხოლოდ ეზოში მოდის და შენობაში ვერ აღწევს. აღნიშნულ საკითხზე ,,Tv4” გარდაბნის მერს ესაუბრა. რამაზ ბუდაღაშვილის თქმით მისთვის დევნილთა დასახლებაში არსებული პრობლემები ნაცნობია. რაც შეეხება უშუალოდ წყლის საკითხს – მერის თქმით ,,Georgian Water and Power” მოლაპარაკებების შედეგად სამუშაოები გარდაბანში უკვე მიმდინარეობს და ქალაქს უახლოეს მომავალში 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. რაც შეეხება წყლის წნევის საკითხს – ბუდაღაშვილის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული პრობლემაც დარეგულირდება.