გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ამ დროისათვის სამშენებლო სამუშაოები სოფელ სართიჭალის პირველ და მეორე ბაგა-ბაღში მიმდინარეობს, სააღმზრდელო დაწესებულებებში იცვლება იატაკი,რეაბილიტირდება შენობის სახურავი და სველი წერტილები, იცვლება მოძველებული სადენები და მონტაჟდება გათბობის სისტემა. სოფლის ოთხ ლოკაციაზე კი 2 კილომეტრისა და 300 მეტრი სიგრძის ასფალტ-ბეტონის საფარი იგება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „არსაკიძე2000“-ს ასევე ვალდებულება აქვს მოაწყოს გზის გვერდულები. მიმდინარე სამუშაოები დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა დაათვალიერა. მერის განცხადებით მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 18 ბაღი რეაბილიტირდება, უახლოეს მომავალში კი გზების მშენებლობა ქალაქ გარდაბანში დაიწყება.