გომბორის უღელტეხილზე ავტობუსი გადაბრუნდა-არიან დაშავებულები

გომბორის უღელტეხილზე თელავის მიმართულებით მოძრავი „სუზუკის” მარკის ავტობუსი გადაბრუნდა. ავარიის შედეგად, 6 რუსი ტურისტი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო და სამაშველო ბრიგადები. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა).