,,დაგვიბრუნეთ ჩვენი მერი, თავისუფლება თემურ აბაზოვს” -ამ შინაარსის ლოზუნგებით არიან შეკრებილები რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან თემურ აბაზოვის მხარდამჭერები. სასამართლო პროცესი 15:00 საათზე დაიწყება. პროკურატურა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას მოითხოვს. სახელმწიფო ბრალდება წინა საგამოძიებო ვადის გაგრძელებას შუამდგომლობს. პროკურატურა ვადის 20 სექტემბრამდე გაგრძელებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ვადა დაახლოებით ერთი თვით, 6 სექტემბრამდე გააგრძელა.
მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის ადვოკატი გაგი მოსიაშვილის თქმით, ისინი ბრალდებულის მიმართ გამოყენებული მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, ნაკლებად მკაცრით შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 40 ათას ლარიან გირაოს შესთავაზებენ.