რუსთავ-თბილისის გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტოში განაცხადეს. როგორც უწყების წარმომადგენლებმა, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის ფარგლებში განმარტეს, ამ დროისთვის ფონიჭალის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საუბარია დაახლოებით 15 საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლებზე. უწყებაში აცხადებენ,რომ მოსახლეობას კომპენსაციების სახით კოლოსალური თანხები შესთავაზეს, ამ დროისთვის კი მათ პასუხს ელოდებიან.
რეგიონულ მედიასთან შეხვედრის ფარგლებში,უწყების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებთან კრწანისის ახლომდებარე დასახლების დატბორვაზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ დატბორვის მიზეზი გზის მშენებლობასთან და არასწორ პროექტირებასთან კავშირში არ არის.
რაც შეეხება, რუსთავი-წითელი ხიდი და რუსთავი-ალგეთი-სადახლო პროექტებს, ინფრასტრუქტურული პროექტები 2019 წელს განხორციელდება,2020 წელს კი უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.