ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, მაღალი ძაბვის ბოძზე დენის დარტყმის შედეგად, 14 წლის მოზარდი დაიღუპა. სოფელში მერის წარმომადგენლის, ნათია წითლიძის ინფორმაციით, მოზარდი სიმაღლეზე ვარჯიშობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა.
„შემთხვევა გუშინ მოხდა. მოზარდს თან ახლდნენ მეგობრები და ძმა. სიმაღლეზე ასვლაში ხშირად ვარჯიშობდა ხოლმე იმ ბოძზე. სასწრაფო დახმარების სამსახური გამოიძახეს, მაგრამ მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა“, – განაცხადა ნათია წითლიძემ.