დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან დროშები დაეშვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.მთავრობის განკარგულების თანახმად დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან დროშები დაეშვა.დმანისის მუნიციპალიტეტის მერია, მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.