ბრძოლები ღია ცის ქვეშ იწყება. სასტუმრო ,,რუსთავის” მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს 19:00 საათზე სპორტული შეჯიბრება WK1-ში გაიმართება. მაყურებელს წინ 17 დაძაბული ბრძოლა ელოდება, რომელში მონაწილეობას საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 34 სპორტსმენი მიიღებს. 29 ივლისს ორთაბრძოლები, უკვე MMA -ში გაიმართება . ამ ვერსიაში 10 ბრძოლაა დაგეგმილი. საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას 7 ქვეყნის წარმომადგენელი სპორტსმენები იღებენ, მათ შორის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები.დაინტერესებულ პირებს ორთაბრძოლების ნახვის შესაძლებლობა, TV4-ის ეთერის და ოფიციალური ფეისბუქ გვერდის TV4.ge საშუალებით შეეძლებათ. საერთაშორისო შეჯიბრების მედია პარტნიორები არიან TV4.ge და Radio4. მხარდამჭერები Hotel Rustavi / სასტუმრო რუსთავი Creative Group