ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება-როდის გახდება შედეგები ცნობილი?

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ფიზიკის გამოცდით დასრულდა. რუსთავის საგამოცდო ცენტრში დღეს ოთხი სექტორი მუშაობდა,  გამოცდაზე სულ 48 აბიტურიენტები იყო რეგისტრირებული და მათგან ტესტირებაზე სრული უმრავლესობა გამოცხადდა.  ადგილი არ ჰქონია დაგვიანების შემთხვევებსაც. ერთიანი ეროვნული გამოცდები  2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით  ეროვნულ გამოცდებს 39 ათასი აბიტურიენტი აბარებს.წელს აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოცდაზე საკუთარი კალამი გამოეყენებინათ. რაც შეეხება შედეგებს, ნაშრომების გასწორება უკვე დაწყებულია და პირველად შედეგებს აბიტურიენტები, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველ ნახევარში ნახავენ.

ამის შემდგომ სააპელაციო პროცესი დაიწყება, ანუ აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ ნახონ თავიანთი ნაშრომი, შეფასება, შეფასების სქემები და  ერთმანეთს შეადარონ. იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლიან, რომ მათი ნაშრომი არ არის ჯეროვნად გასწორებული, შეუძლიათ სააპელაციო განაცხადი გააკეთონ.